"ბილდის" ცნობით, ფრანკფურტის "აინტრახტის" 26 წლის მცველმა დანი და კოშტამ დედას სასამართლოში უჩივლა.
მშობლების გაცილების შემდეგ და კოშტა დედას ეხმარებოდა, დებს სწავლის გადასახადის ნაწილს უფარავდა, იჯარით აღებული სახლის ფულს იხდიდა, ახლა კი დახმარება მობეზრდა.
ეგ კი არადა, და კოშტამ დედას სასამართლოში უჩივლა და იმ 6 მაისურას ითხოვს, რომლებითაც "ბაიერნთან", "ატლეტიკოსთან" და სხვა ცნობილ გუნდებთან ითამაშა.
სასამართლო 21 სექტემბერს კიოლნში გაიმართება.