კოუტინიო "ბარსელონაში" არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება

AutoSharing Option
As-ის ცნობით, ნახევარმცველი კოუტინიო "ბარსელონაში" დამბრუნებელი არ არის.

"ბაიერნმა" 27 წლის კოუტინიო სეზონის ბოლომდე კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრა. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ მიუნხენური კლუბი ოფციას გამოიყენებს, თუ არადა, მის პრემიერლიგაში დაბრუნებას შეეცდებიან.

ამ სეზონში ბუნდესლიგაზე კოუტინიომ 6 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიომ კარგი თამაშით "ბაიერნი" კონტრაქტის გამოსყიდვის აუცილებლობაში დაარწმუნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული