"გლადბახმა" გაიმარჯვა და ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე დაბრუნდა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, ბუნდესლიგის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში "გლადბახმა" სახლში 4:2 მოუგო "აინტრახტს" და ლიდერობა დაიბრუნა. მიონხენგლადბახურმა გუნდმა უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 5 მოიგო.

მარკო როზეს გუნდს წამყვანი ფეხბურთელები აკლდა - მცველი იანჩტკე და თავდამსხმელი ემბოლო და მაინც გაიმარჯვა.

"გლადბახი" 19 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან "ბაიერნს" 1 ქულით უსწრებს და 2 ნოემბერს სტუმრად "დორტმუნდს" დაუპირისპირდება.

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი". 52 300 მაყურებელი
გლადბახი - აინტრახტი 4:2
გოლები: 1:0 ტიურამი (28), 2:0 ვენდტი (45+2), 2:1 და კოსტა (59), 3:1 ელვედი (75), 3:2 ჰინტერეგერი (79), 4:2 ზაკარია (85)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული