ნიკო კოვაჩი: არ შეიძლება 200 კმ/სთ განავითარო, როდესაც მაქსიმუმი 100 კმ/სთ-ია

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თავისი გუნდი "ლივერპულს" შეადარა.

"იმან, რაც "ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" გააკეთა, გვაჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ამისათვის კონკრეტული ფეხბურთელებია საჭირო.

ჩვენ იმით უნდა ვიმოქმედოთ, რა რესურსიც გაგვაჩნია. არ შეიძლება ავტომაგისტრალზე 200 კმ/სთ განავითარო, როდესაც შენი მანქანის მაქსიმუმი 100 კმ/სთ-ია. ჩვენ სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები გვყავს და ვთვლი, რომ ისინიც კარგები არიან და შეუძლიათ უკეთესები გახდნენ.

კლოპი "ლივერპულს" 4 წელია ხელმძღვანელობს. ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, დროზე, რომელიც როგორც ჩანს, ფეხბურთში შენ უკვე აღარ გაქვს", - განუცხადა კოვაჩმა Goal-ს.