დრეზდენის "დინამოს" მხარდასაჭერად ბერლინში 30 ათასი გულშემატკივარი მიდის

AutoSharing Option
30 ოქტომბერს გერმანიის თასზე "ჰერტა" დრეზდენის "დინამოს" შეხვდება და დედაქალაქში თავისი გუნდის მხარდასაჭერად 30 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება.

ეს ამ გუნდის ფანების გასვლით მატჩზე რეკორდული გამგზავრება იქნება. 2005 და 2006 წლებში "მიუნხენ 1860"-თან შეხვედრებზე 22 ათასი ქომაგი გაემგზავრა.

აღმოსავლეთგერმანული გუნდი მეორე ბუნდესლიგაში წარუმატებლად ასპარეზობს, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და გულშემატკივრები მაინც გვერდში უდგანან.

ბერლინში 77-ათასიან "ოლიმპიაშტადიონზე" წესრიგს დაახლოებით 1 000 პოლიციელი დაიცავს.