ნიკო კოვაჩს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცეს

AutoSharing Option
მწვრთნელი ნიკო კოვაჩი "ბაიერნში" მუშაობას გააგრძელებს.

"ბილდის" ცნობით, კოვაჩს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცეს.

"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსს", ხოლო ბუნდესლიგაზე "დორტმუნდს" დაუპირისპირდება და ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის საკითხს.

გუშინ მიუნხენური გუნდი ფრანკფურტში "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა და 10 ტურის შემდეგ ლიდერ "გლადბახს" 4 ქულით ჩამორჩება.

"გაძეტა დელო სპორტი" კი იუწყება, რომ კოვაჩი შეიძლება დროებით უმუშევარმა იტალიელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს.