ესღა აკლდა "ბაიერნს" - რობერტ ლევანდოვსკი საოპერაციოა

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მალე ოპერაციას გაუკეთებენ, - იტყობინება "კიკერი".

გამოცემის ცნობით, პოლონელი ფორვარდი ოპერაციას საზარდულის პრობლემის გამო საჭიროებს. აღდგენისთვის მას 10 დღე დასჭირდება.

ლევანდოვსკის ოპერაციას ან სანაკრებო პაუზისას, რომელიც 9 ნოემბერს დაიწყება, ან ზამთრის შესვენებისას გაუკეთებენ.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 16 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში კი 14 გოლით ბომბარდირია.