"ბაიერნმა" მწვრთნელების სია შეადგინა - 5 კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატების სია შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ "აინტრახთან" 1:5 წაგების შემდეგ გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩი გაათავისუფლეს.

The Guardian-ის ცნობით, სიაში არიან ამსტერდამის "აიაქსის" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი, კომპანია Red Bull-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი რალფ რაგნიკი, მასიმილიანო ალეგრი და არსენ ვენგერი.

ტენ ჰააგი უკვე ეკონტაქტებოდა "ბაიერნს" და აღნიშნა, რომ სეზონის განმავლობაში "აიაქსს" ვერ დატოვებს.

Eurosport-ის გერმანულენოვანი ექსპერტი ფლო ბოგნერი ამტკიცებს, რომ უახლოეს 2 მატჩში "ბაიერნს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჰანს-დიტერ ფლიკი გაწვრთნის. თუ ფლიკი საჭირო შედეგებს დადებს, მას
ზამთრის პაუზამდე გააჩერებენ.

ბოგნერმა ასევე კანდიდატებს შორის პსვ-ის მწვრთნელი მარკ ვან ბომელი დაასახელა.

უახლოეს მომავალში მიუნხენელები "ოლიმპიაკოსს" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდებიან.