"ბაიერნის" კიდევ ერთი პრობლემა - ჟერომ ბოატენგი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ჟერომ ბოატენგი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, - იტყობინება Kicker-ი.

ის "აინტრახტთან" (1:5) ბუნდესლიგის მატჩში გააძევეს მოედნიდან. გამომდინარე აქედან, ბოატენგი "ბაიერნს" დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "ფორტუნასთან" შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

"ბაიერნი"-"დორტმუნდის" მატჩი 9 ნოემბერს დაიწყება. 31 წლის ბოატენგმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა.