არსენ ვენგერი მზადაა "ბაიერნი" ზაფხულამდე გაწვრთნას

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მზადაა, მიუნხენის "ბაიერნს" ზაფხულამდე ჩაუდგეს სათავეში, - იტყობინება Sportbild-ი.

გამოცდილება და 5 თანამემამულე კლუბში ვენგერის უპირატესობაზე მეტყველებს.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ "ბაიერნის" თავკაცობის ერთ-ერთი კანდიდატის, რალფ რანგნიკის ვარიანტი გამოირიცხა.

ვენგერი "არსენალის" მთავარი მწვრთნელი 1996-დან 2018 წლამდე იყო. ამ ხნის განმავლობაში მან ინგლისის პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, 7-ჯერ ინგლისის თასი და სუპერთასი. "მონაკოსთან" ერთად კი ვენგერი საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი"-"ოლიმპიაკოსის" ჩემპიონთა ლიგის მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

50px; width: 50px;" />"ბაიერნმა" მწვრთნელების სია შეადგინა - 5 კანდიდატი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვენგერი ბედნირებაა ბაიერნისა და ყველა გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარისთვის.
ბმბ
23:51 06-11-2019
0
ძალიან მიყვარს ეს მწვრთნელი და პატივს ვცემ მის სამწვრთნელო მოღვაწეობას, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგაზე მის წარმატებებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ მისი მონაგარი არც თუ ისე მდიდარია. ბაიერნი კი ის გუნდია, რომელსაც სულ ცოტა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ამბიცია უნდა ჰქონდეს. თუ არსენს მიზნად მხოლოდ ბუნდესლიგის მოგება და გერმანიის თასი დაუსახეს, მაშინ სხვა საქმეა.
: )))))))
19:45 06-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული