არსენ ვენგერი მზადაა "ბაიერნი" ზაფხულამდე გაწვრთნას

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მზადაა, მიუნხენის "ბაიერნს" ზაფხულამდე ჩაუდგეს სათავეში, - იტყობინება Sportbild-ი.

გამოცდილება და 5 თანამემამულე კლუბში ვენგერის უპირატესობაზე მეტყველებს.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ "ბაიერნის" თავკაცობის ერთ-ერთი კანდიდატის, რალფ რანგნიკის ვარიანტი გამოირიცხა.

ვენგერი "არსენალის" მთავარი მწვრთნელი 1996-დან 2018 წლამდე იყო. ამ ხნის განმავლობაში მან ინგლისის პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, 7-ჯერ ინგლისის თასი და სუპერთასი. "მონაკოსთან" ერთად კი ვენგერი საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი"-"ოლიმპიაკოსის" ჩემპიონთა ლიგის მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

50px; width: 50px;" />"ბაიერნმა" მწვრთნელების სია შეადგინა - 5 კანდიდატი ცნობილია