"აინტრახტის" ფეხბურთელმა "ფრაიბურგის" მწვრთნელს იდაყვი უთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად მომხდარა - "აინტრახტის" არგენტინელმა მცველმა დავიდ აბრაჰამმა "ფრაიბურგის" მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი გამიზნულად წააქცია.

"აინტრახტისა" და "ფრაიბურგის" მატჩი ძალიან დაძაბული იყო. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მსაჯმა ფელიქს ბრიხმა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჟელსონ ფერნანდესი გააძევა. 77-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა გოლი გაიტანა, 90+5-ე წუთზე კი ბურთი აუტში გადავარდა. აბრაჰამი ჩქარობდა, პირით ხაზთან მდგომ შტრაიხს იდაყვი ჰკრა და წააქცია.

ამას ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არბიტრმა ჯერ აბრაჰამს უჩვენა წითელი ბარათი, ხოლო შემდეგ - ფრანკფურტელთა ნახევარმცველ ვინჩენცო
გრიფოს.

შეხვედრა "ფრაიბურგმა" 1:0 მოიგო.

ნამატჩევს შტრაიხმა დაიჩივლა, ეგ ახალგაზრდა ბიზონია, მე კი 54 წლის ვარ, სად შემიძლია მაგასთან ჭიდაობაო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღორის ტილი თავზე დაისვიო, გააძევეთ თავის ქვეყანაში და იქ იუხეშოს.
დათო
14:05 11-11-2019
2

სიახლეები პოპულარული