"ნიუ იორკ სიტის" მცველი ჯოზეფ სკალი "გლადბახის" ფეხბურთელი გახდება, - იტყობინება გერმანული კლუბის "ტვიტერი".
16 წლის ამერიკელმა გერმანულ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. ის გერმანულ გუნდს 2021 წელს შეუერთდება, როცა 18 წელი შეუსრულდება.
სკალი "ნიუ იორკ სიტის" აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2018 წლის ივნისში ჰქონდა. 16 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე აშშ-ის ასაკობრივ ნაკრებში 16 მატჩი და ერთი გოლია.