"ბაიერნი" მაურისიო პოჩეტინიოს წარმომადგენელს შეხვდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინიოს წარმომადგენელს შეხვდა, - ეს ინფორმაცია "სპორტ ბილდმა" გაავრცელა.

გამოცემის მტკიცებით, "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ 20 ნოემბერს მოლაპარაკება გამართეს ჯოვანი ბრანჩინისთან, რომელიც არგენტინელი სპეციალისტის წარმომადგენელია.

პოჩეტინიომ "ტოტენჰემი" 19 ნოემბერს დატოვა, ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ კი დროებით "ბაიერნი" ჰანს-დიტერ ფლიკს ჩააბარეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული