მიუნხენის "ბაიერნმა" თომას ტუხელს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნდეს და მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Deutschland-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბავარიულმა გრანდმა თომას ტუხელს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა და მზად არის, სამუშაოდ ამ ზამთარსაც კი მიიწვიოს, თუმცა ზაფხულამდეც კი ის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება.

"ბაიერნი" ტუხელს ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ დაუკავშირდა. გერმანელ სპეციალისტს პსჟ-სთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გავარდნის შემთხვევაში, დიდი შანსია, პარიზელებმა ნაადრევად გაწყვიტონ კონტრაქტი ტუხელთან. "ბაიერნი" კი ტუხელს ხანგრძლივ გარანტიებს სთავაზობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული