ფილიპე კოუტინიო "ბაიერნის" საშინაო მატჩებს საბავშვო ფორმით ატარებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს კლუბის მაისურებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და იძულებულია, საბავშვო ეკიპირებით ითამაშოს.

მიზეზი ის გახლავთ, რომ "ბაიერნის" სპონსორმა "ადიდასმა" კლუბს სათამაშო ეკიპირებები იქამდე გადასცა, სანამ გუნდში კოუტინიო გადავიდოდა.

საშინაო კომპლექტის ყველა ავთენტური ფორმა ბრაზილიელს დიდი ჰქონდა, რადგან მისი სიმაღლე 172 სანტიმეტრია. ამის გამო იძულებულია, ეკიპირების საბავშვო რეპლიკით ითამაშოს, რომელიც 176 სმ სიმაღლის ადამიანებისთვისაა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ საგარეო და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშო კომპლექტები კოუტინიოს კარგად აქვს, სეზონის მეორე ნახევარში კი (თუ კარგად ითამაშებს) საშინაო მატჩებისთვისაც შეუკერავენ ფორმას.

ისიც
გასათვალისწინებელია, რომ რეპლიკები ფეხბურთელების ავთენტური ფორმებისგან განსხვავდება. ნამდვილი ფორმა უფრო მსუბუქია და მალე ფუჭდება.


მომზადებულია bundesliga.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული