ედენ აზარი "ბაიერნში" თავისი ძმის გამო არ გადავიდა

AutoSharing Option
"ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რობერტ გრინმა თქვა, რომ ნახევარმცველი ედენ აზარი "ბაიერნში" მისი ძმის, ტორგანის გამო არ გადავიდა.

"მაშინ ედენმა თქვა:"იქ იმიტომ არ გადავალ, რომ ტორგანი გერმანიაში თამაშობს (დორტმუნდში). ეს დაემსგავსება "ედენსა და მის ძმას".

ის ამბობდა, რომ მისი ძმა ცნობილი უნდა იყოს როგორც ტორგანი და არა როგორც ედენის ძმა. ეს შესაძლოა, ქედმაღლურად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში კი კეთილშობილური საქციელი იყო".

გრინმა ედენთან ერთად 2019 წელს ევროპა ლიგა მოიგო და კარიერაც დაასრულა.