მანუელ ნოიერი ალეკსანდრ ნიუბელის ტრანსფერით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი "შალკეს" გოლკიპერ ალეკსანდრ ნიუბელის ტრანსფერით უკმაყოფილოა.

"სპორტ ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტრანსფერი ნოიერთან განიხილა და სთხოვა, ნიუბელს სეზონში 15 მატჩის ჩატარების უფლება მისცეს.

ნოიერს შეთავაზება არ მოეწონა, რადგან სურს, ყველა მატჩში მხოლოდ მან ითამაშოს და ამხანაგურ შეხვედრებშიც არ მისცეს ნიუბელს მონაწილეობის საშუალება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუბელმა "ბაიერნთან" ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული