აშრაფ ჰაკიმი, შესაძლოა, გერმანიაში დარჩეს, თუმცა "დორტმუნდში" არა

AutoSharing Option
marca-ს ინფორმაციით, შესაძლებელია, მადრიდის "რეალის" მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიაშია" განათხოვრებული, კარიერა ბუნდესლიგაში განაგრძოს, ოღონდ არა ამჟამინდელ კლუბში, არამედ მიუნხენის "ბაიერნში".

გამოცემის მიხედვით, 21 წლის მაროკოელით "ბაიერნი" სერიოზულადაა დაინტერესებული და მადრიდელებისთვის შეთავაზების გაკეთებას აპირებს.

ჰაკიმი უნივერსალური ფეხბურთელია. მას როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე დაცვაში შეუძლია თამაში. ასევე, მშვენივრად გამოიყურება ნახევარდაცვის რგოლშიც.

აშრაფის იჯარა დორტმუნდულ კლუბში 30 ივნისს იწურება და "რეალთან" კონტრაქტი ახალგაზრდა ფეხბურთელს 2022 წლამდე აკავშირებს.

ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არცერთ მხარეს არ აქვს, არც თავად ფეხბურთელს. მისი თავდაპირველი პოზიცია
მარჯვენა მცველობაა, რომელიც "რეალში" დანიელ კარვახალს აქვს ოკუპირებული. იქვეა ოდრიასოლაც, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრობის კანდიდატიც გახლავთ.

ახალგაზრდა მცველის კარიერა მასსა და "რეალს" შორის მოლაპარაკებებით გადაწყდება. თუ ჰაკიმი მადრიდულ გრანდში სათამაშო დროს მიიღებს, ნაკლებად სავარაუდოა მისი "ბაიერნში" გადასვლა.