აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, "აუდისა" და "ბაიერნს" შორის ხელშეკრულება 2029 წლამდე გაფორმდა. კლუბს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა Bild-ის მიხედვით, ხელშეკრულების პერიოდში "ბაიერნი" 500 მილიონ ევროს მიიღებს. "აუდი" მიუნხენელებთან უკვე 17 წელია თანამშრომლობს.
"ძალიან ბედნიერი ვარ თანამშრომლობის ვადაზე ადრე გაგრძელებით "აუდისთან". "ბაიერნისთვის" ეს შეთანხმება მომავალზე გათვლილ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ "ბაიერნი" და "აუდი" , ამ თანამშრომლობას კი დივიდენტები ორივე მხარისთვის მოაქვს.
"ბაიერნმა" კანი წარადგინა - 2 წელში ოლივერი რუმენიგეს ადგილს დაიკავებს