მადრიდის "რეალის" მცველი ალვარო ოდრისოლი მიუნხენის "ბაიერნში" გადავა, - იტყობინება Onda Cero.
გამოცემის მტკიცებით, გერმანულმა კლუბმა "რეალთან" ფეხბურთელის იჯარის პირობები შეათანხმა, რომელიც 2019/20 წლების სეზონამდე გაგრძელდება.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ოდრისოლმა "რეალში" 5 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2024 წლამდე მოქმედებს.