ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი დანი ოლმო გერმანულ კლუბში გადადის

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველი დანი ოლმო კარიერას გერმანული "ლაიპციგის" რიგებში გააგრძელებს.

მხარეებმა თითქმის ყველა დეტალზე მოახერხეს შეთანხმება და ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას. გერმანელები ესპანელის სანაცვლოდ ხორვატებს 30 მილიონ ევროს გადაუხდიან და პლუს 5 მილიონს ბონუსების სახით.

ასევე, As-ის ინფორმაციით, სატრანსფერო თანხამ, შესაძლოა, 45 მილიონი ევროც კი შეადგინოს. როგორც უნდა იყოს, ეს რეკორდული თანხებია ზაგრების "დინამოსა" და ხორვატიული საკლუბო ფეხბურთისათვის.

ოლმო "ლაიპციგთან" კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს. გერმანელებმა "მილანს", "ვულვერჰემპტონსა" და "ბარსელონას" აჯობეს.

ასევე დაგაინტერესებთ