"ლაიპციგმა" "ბაიერნს" 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა

AutoSharing Option
9 თებერვალს, ბუნდესლიგის 21-ე ტურში "ბიერნისა" და "ლაიპციგის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

ასე დასრულდა ჩემპიონატზე "ბაიერნის" 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

"ბაიერნი" 43 ქულით ლიდერია და 16 თებერვალს სტუმრად "კიოლნს" შეხვდება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" "რეკორდმაისტერს" 1 ქულით ჩამორჩება და 15 თებერვალს "ვერდერს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული