მიულერი: არ მინდა "ბაიერნში" მარკეტინგული მიმზიდველობის გამო ვიყო

AutoSharing Option
თავდამსხმელმა თომას მიულერმა "ბაიერნში" თავის მომავალზე ისაუბრა.

"ჩემს მომავალ კონტრაქტზე გადაწყვეტილება ზაფხულამდე არ იქნება მიღებული. არ მომწონს, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ გუნდს გულშემატკივართა სიყვარულის გამო ვჭირდები. გუნდში ყოფნა მხოლოდ მარკეტინგული მიმზიდველობის გამო არ მინდა.

ჩემთვის მთავარი ფეხბურთი და თამაშის ხარისხია. ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა დაიმსახურო. თუ ვიგრძნობ, რომ მეტად ვეღარ ვეხმარები გუნდს და სხვები უკეთ თამაშობენ, კლუბს დავტოვებ. მთავარი "ბაიერნის" გამარჯვებებია", - განუცხადა მიულერმა The Athletic-ს.

მიულერი "რეკორდმაისტერის" აღზრდილია, მის რიგებში 2007 წლის აგვისტოდან ასპარეზობს, 517 მატჩში 194 გოლი და
184 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული