რუმენიგე: კოუტინიო ვარჯიშებზე, ზოგჯერ თამაშებშიც, აჩვენებს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გუნდის ბრაზილიელ შემტევ ფილიპე კოუტინიოს შესახებ გააკეთა, რომელიც ბავარიულ გრანდს "ბარსელონადან" იჯარის წესით ჰყავს აყვანილი.

"რთულია პასუხის პოვნა კითხვაზე, თუ რატომ აქვს ჩავარდნები ფილიპე კოუტინიოს. ზოგიერთ შეხვედრაში ის ბრწყინვალეა, ზოგჯერ კი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რაღაც აწუხებს. არ ვიცი, ასე რატომ ხდება.

ყველას გვჯერა, რომ ფილიპე შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ ყველაფერს ვარჯიშებზე ვხედავთ, ზოგჯერ თამაშებშიც. ყველა მის დახმარებას ცდილობს - მწვრთნელი, თანაგუნდელები.

იმედი გვაქვს, რომ გადამწყვეტ კვირებში, რომლებიც ახლა იწყება, კოუტინიო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება", -
განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია BILD-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ