კოუტინიო, სავარაუდოდ, კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

AutoSharing Option
კოუტინიო, სავარაუდოდ, კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

ლონდონური კლუბი კოუტინიოს იჯარით აიყვანს და მომავალი წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

ბრაზილიელი ამჟამად "ბარსელონადან" "ბაიერნშია" განათხოვრებული და "რეკორდმაისტერს" კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა ამის გაკეთებას არ აპირებს.

კოუტინიოს "ბარსასთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ბუნდესლიგის 22 მატჩში (15 ძირითად შემადგენლობაში) 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული