მართლა "მგლები" არიან - "ვოლფსბურგმა" ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
"მგლებმა" კარანტინი უგულებელყვეს

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო 3 აპრილამდე გერმანიაში გუნდების ვარჯიშები და მატჩები შეჩერებულია, "ვოლფსბურგი" წვრთნას შეუდგა.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან "ვოლფსბურგმა" პირველმა განაახლა ვარჯიში. ფეხბურთელები მკაცრ ჰიგიენურ პირობებში ივარჯიშებენ.

გერმანული მედიის ცნობით, "ვოლფსბურგის" გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბუნდესლიგა 48 საათში გააგრძელებს 3 აპრილამდე დაწესებულ აკრძალვას.

ტეგები: