ჯერ "ბაიერნში", შემდეგ ნაკრებში - ტერ შტეგენი ნოიერს შეცვლის?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიუნხენის "ბაიერნის" ყურადღებაც მიიპყრო.

Diario Sport-ის ცნობით, მიუნხენური გრანდი მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. მანუელი, წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაშია და გუნდი, შესაძლოა, ზაფხულშივე დატოვოს.

ადრე გაცნობეთ, რომ ტერ შტეგენი კატალონიურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მხარეები საერთო ენის გამონახვას ფინანსების გამო ვერ ახერხებენ და მოლაპარაკებები დროებით შეაჩერეს და გადადეს.

Transfermakt-ი ტერ შტეგენს 90 მილიონ ევროდ აფასებს.