ჰიონესი: საფეხბურთო სამყარო შეიცვლება - 100-მილიონევროიან ტრანსფერებს ვეღარ იხილავთ

AutoSharing Option
"ბაიერნის" ყოფილ პრეზიდენტ ული ჰიონესს არასოდეს უყვარდა ძვირად ღირებული ტრანსფერები და ახლა, როდესაც კორონავირუსის გამო ვითარება შეიცვალა, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

"უახლოეს მომავალში 100-მილიონევროიანი ტრანსფერები ვერ წარმომიდგენია. სატრანსფერო ფასები შემცირდება და ძველ ნიშნულებს 2-3 წელი ვერ დაუბრუნდება.

ეს ყველა ქვეყანას ეხება. სავარაუდოდ, ეს ახალი საფეხბურთო სამყარო იქნება", - განუცხადა ჰიონესმა "კიკერს".

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ