34 წლის ნოიერი "ბაიერნისაგან" 5-წლიან კონტრაქტს ითხოვს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და როგორც გერმანული Bild-ი წერს, ამისი მიზეზი ბავარიული კლუბის კაპიტნის მოთხოვნაა.

წყაროს ცნობით, "ბაიერნსა" და ნოიერს შორის გამართული მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპი წარუმატებლად წარიმართა და მხარეები ერთ პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ.

ნოიერს კონტრაქტის გაფორმება 2025 წლამდე უნდა, კლუბს კი 2 წლით ნაკლები ვადით, 2023 წლამდე სურს მეკარის დატოვება.

აღსანიშნავია ის, რომ თუ "ბაიერნი" ნოიერს 2025 წლამდე დაიტოვებს, "შალკენ" გადმოყვანილ ახალგაზრდა მეკარე ალეკსანდრ ნიუბელს კონტრაქტის მთელი ვადის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს.

altნოიერს

"ბაიერნი" უარს ეუბნება, ლონდონური გრანდი კი იწვევს

altნოიერის უპატიებელი შეცდომა, ლევანდოვსკის დუბლი და "ბაიერნმა" აუტსაიდერთან ძლივს მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი განსაკუთრებული მეკარე არ არი...ჯერ კიდევ გასარკვევია ვინ იქნება სათადარიგო.
Jordan Beli
16:38 30-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული