ჰანს-დიტერ ფლიკი 2019 წლის ივლისში "ბაიერნის" მწვრთნელის ნიკო კოვაჩის თანაშემწე გახდა, ნოემბერში კი მისი გადაყენების შემდეგ, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ანუ დროებითი მწვრთნელი. მაშინ სერიოზულად არავინ განიხილავდა ფლიკის მწვრთნელად დანიშვნას, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ბუნდესლიგაზეც კარგად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც.
რაც 55 წლის ფლიკმა "რეკორდმაისტერი" ჩაიბარა, ამ გუნდმა 22 მატჩიდან 18 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
შედეგად, ფლიკს კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.
ფლიკი: ჩემმა გუნდმა იცის რაც უნდა გააკეთოს
ჰანს-დიტერ ფლიკი სეზონის ბოლომდე "ბაიერნის" მწვრთნელი იქნება