ტომას მიულერი: "ბაიერნის" დატოვებაზე ვფიქრობდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ტომას მიულერმა გაამხილა, რომ შემოდგომაზე "ბაიერნის" დატოვებაზე ფიქრობდა.

"შემოდგომაზე დაძაბული ვიყავი. კონტრაქტის გაგრძელებას არ ვაპირებდი.

ზედიზედ ექვს მატჩში სასტარტოში არ დამაყენეს. ჩემთვის რთული პერიოდი იყო. ვფიქრობდი ახალ კონტრაქტზე, მომავალზე. მაშინ რომ გუნდს წარმატებულად ეასპარეზა, ჩემი როლი კი არ შეცვლილიყო, კლუბი შესაძლოა, ჩემ გაშვებაზე დაფიქრებულიყო.

მწვრთნელის და სათამაშო სტილის ცვლილებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. ახალი სისტემა გუნდს წაადგა", - განუცხადა მიულერმა "ბილდს".

შეგახსენებთ, შემოდგომაზე "ბაიერნს" ნიკო კოვაჩი ედგა სათავეში, რომელიც გუნდის წარუმატებელი შედეგების გამო გადააყენეს, მიულერს კი ახლახან კონტრაქტი 2023 წლის
ზაფხულამდე გაუგრძელეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული