ნოიერს მადა გაეხნსა და "ბაიერნს" დიდ ხელფასს სთხოვს

AutoSharing Option
მიჯნხენის "ბაიერნი" კვლავ ვერ ახერხებს კაპიტან და მეკარე მანუელ ნოიერთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას და Bild-ის ინფორმაციით, ამის ახალი მიზეზი გერმანიის ნაკრების მეკარის ფინანსური მოთხოვნები გახდა.

წყაროს ცნობით, ნოიერი ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კლუბისაგან ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს და ხელშეკრულება, 2025 წლამდე უნდა გაფორმდეს. 2025 წელს ნოიერი 39 წლის იქნება.

მიუნხენური გრანდი კი პოზიციებს არ ცვლის და კაპიტანს 2023 წლამდე ხელშეკრულებას სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ