ნოიერი წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონს მოითხოვს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერს ხელფასის მომატება უნდა.

"ბილდის" ცნობით, 34 წლის ნოიერი არამარტო კონტრაქტის 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას, არამედ სეზონურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს მოითხოვს.

ამ სეზონში მან 37 მატჩში 38 გოლი გაუშვა, კლუბთან ხელშეკრულება კი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერის სამსახურით "ჩელსია" დაინტერესებული.