"დორტმუნდი" 20 წლის ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს გაყიდვას არ პირებს, - იტყობინება "ბილდი".
გამოცემის მტკიცებით, "დორტმუნდი" სანჩოს წლიურ ხელფასს 10 მილიონ ევრომდე გაუზრდის.
სანჩოს სამსახურით "მანჩესტერი", "ლივერპული" და "ჩელსია" დაინტერესებული.
ამ სეზონში ბუნდესლიგის 23 მატჩში მან 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, ინგლისის ნაკრებში კი 11 შეხვედრაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.