"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ლეროი სანემ შეიძლება კარიერა "ბაიერნში" გააგრძელოს.
"სპორტ ბილდის" ცნობით, "ბაიერნმა" სანესთან ხუთსეზონიანი ხელშეკრულება შეათანხმა. ბავარიული კლუბი ზაფხულში მის ფასდაკლებით შეძენას იმედოვნებს.
"ბაიერნი" მზადაა ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა "სიტი", სავარაუდოდ, 60 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.
"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკების დაწყებაზე თანხმობა განაცხადეს.

გამოცემის საფეხბურთო განყოფილების რედაქტორმა კრისტიან ფალკმა "ტვიტერით" დაადასტურა, რომ "ბაიერნი" მოლაპარაკებას 40 მილიონიდან დაიწყებს.