გუშინ, 16 მაისს ბუნდელისლიგის განახლებული სეზონის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ფრანკფურტის "აინტრახტი" და მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ხვდებოდნენ მასპინძელთა მცველმა მარტინ ჰინტერეგერმა საოცარი "სეივი" შემოგვთავაზა.
შეხვედრის ბოლოს, როცა მასპინძლები ანგარიშით 1:3 მარცხდებოდნენ სტუმრები თითქმის ცარიელი კარის წინ 3:1-ზე გავიდნენ ავსტრიელი მცველი წინააღმდეგ. შემტევმა იონას ჰოფმანმა მომენტის ეგოისტურად დასრულება გადაწყვიტა, თუმცა ჰინტერეგერმა 5 მეტრიდან ძლიერად დარტყმული ბურთი აუღო.
ავსტრიელის თავგამოდება საკმარისი არ აღმოჩნდა და "აინტრახტი" მაინც დამარცხდა (1:3). შემდეგ ტურში ფრანკფურტელები გასვლაზე "ბაიერნს" შეხვდებიან, ხოლო "მიუნხენგლადბახი" სახლში "ლევერკუზენს" მიიღებს.