"ჰერტამ" "ჰოფენჰაიმს" "უნიონიც" ზედ მიაყოლა

AutoSharing Option
"ჰერტამ" პირველ წრეში "უნიონთან" 0:1 დამარცხებისათვის სრულფასოვანი რევანში აიღო - 4:0.

განახლებული ბუნდესლიგის გასულ ტურში "ჰერტამ""ჰოფენჰაიმს" 3:0 სძლია, ახლა კი დედაქალაქურ დერბიშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ახალი მწვრთნელის, ბრუნო ლაბადიას ხელმძღვანელობით ბერლინური გუნდი წარმატებით ასპარეზობს.

მატეუს კუნიამ კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ 4 მატჩში გოლები. უკანასკნელად ეს "ჰერტაში" 2018 წლის მაისში დავი ზელკემ მოახერხა.

ლაბადიას ხელმძღვანელობით "ჰერტამ" ორივე მატჩში იმარჯვა და ორივეჯერ გოლები მეორე ტაიმში გაიტანა.

ჰერტა - უნიონი 4:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (51), 2:0 ლუკებაკიო (52), 3:0 კუნია (61), 4:0 ბოიატა (77)

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ