ცნობილი გახდა, რატომ ითამაშებს რონალდო მორაგბის ბუცებით

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო მუდმივად სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის. 35 წლის პორტუგალიელი ორიოდ დღის წინ კლუბის ბაზაზე ვარჯიშზე 4 საათით ადრე მივიდა, ჯერ ინდივიდუალურად ივარჯიშა, შემდეგ კი - გუნდთან ერთად.

თამაშის გასაუმჯობესებლად მან ხერხს მიმართა. "ტუტოსპორტის" ფოტოკორესპონდენტმა შეამჩნია და სურათიც გადაუღო - კრიშტიანო მოდიფიცირებული ბუცებით ვარჯიშობდა, რომლებსაც მორაგბის ბუცების ქაცვები აქვს. უეჭველია, ეს გაზონზე უკეთ მოსაჭიდებლად სჭირდება და უფრო სწრაფად სირბილსაც იმედოვნებს.

ძნელი სათქმელია, რამდენად გამოადგება ახალი მოდიფიკაციის ბუცები და გაამართლებს თუ არა მისი ნოვაცია. ამას სულ მალე ვნახავთ. ხომ არ დაგავიწყდათ, 12
ივნისს იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვე" "მილანს" დაუპირისპირდება.

მორაგბის ბუცებით ადრე "მონპელიეს" თავდამსხმელი ადი დელორი თამაშობდა, რომელმაც 36.8 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

ასევე დაგაინტერესებთ