ლეროი სანე "ბაიერნის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ კლუბმა "მანჩესტერ სიტის" ყოფილ გარემარბ ლეროი სანესთან გააფორმა კონტრაქტი.

ხელშეკრულება კლუბსა და 24 წლის ფეხბურთელს ერთმანეთს 2025 წლამდე დააკავშირებს. სანე მომდევნო სეზონისთვის მზადებას მიუნხენში მომავალი კვირიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, სანე გასულ ზაფხულს "ბაიერნში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და გარიგება არ შედგა. მაშინ მიუნხენური გრანდი ლეროის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდა.

სანე "მანჩესტერ სიტიში" 2016 წელს "შალკედან" 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ