კვირკველიას ექსთანაგუნდელი: ფული საკმაო ვიშოვე და ფეხბურთმა ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა

AutoSharing Option
გერმანელი მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ მოიპოვა ევროპირველობის ბრინჯაოს მედალი, "შალკეში" გერმანიის სუპერთასს დაეუფლა, "იუვენტუსში" - სკუდეტოსა და იტალიის თასს, ხოლო მოსკოვის "ლოკომოტივში", სადაც საბა კვირკველიასთან ერთად თამაშობდა - რუსეთის თასს.

მან "შპიგელს" განუცხადა, რომ უკვე საკმაოდ მდიდარია და ფეხბურთის თამაში მობეზრდა.

"აღდგენაზე ახლა მეტი დრო მჭირდება. ამის კომპენსირება გამოცდილებით შემიძლია. ახლახან საფრანგეთის სამხრეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად ვიმოგზაურე. შვილთან ერთად ყოფნით დიდი სიამოვნება მივიღე. იმ მომენტში ჩემთვის ფეხბურთმა მნიშვნელობა დაკარგა. ჩემი შვილი ორი წლისაა. როდესაც
მოსკოვში ვიყავი, მას იშვიათად ვნახულობდი, ოჯახი ძალიან მენატრებოდა.

თამაშზე თავის დანებების გამო შესაძლოა, რამდენიმე მილიონი დავკარგო? ეს შეიძლება სულელურ ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრს გამოვიმუშავებდი, თუმცა ფულს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ძვირფასი საათები და ავტომობილები - ეს ჩემი ცხოვრების წესი არ არის.

ფული საკმაო ვიშოვე და საკუთარ თავს იმის გამო ვერ ვუსაყვედურებ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი აღარ ვარ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
სად სათაური და სად შინაარსი?!
გავძეხი კი არა, აღარ შემიძლიაო.
კაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თან ძირითადში ითამაშა და არ უნდა დაბალ დონეზე ითამაშოს, მაღალ დონეზე კიდე ვაღარ ქაჩავს და დროზე წავიდა.
საკმაოდ ნორმალური კარიერა ჰქონდა.
1234
01 აგვისტო 2020 12:48
0
კაცი საღად აზროვნებს ,გაუმაძღარი არ არის ზოგიერთივით , ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე ფეხბურთი აღარ არის სტიმული მით უფრო ფული და აქ კიდევ საყვედურობენ ირბინე შენიო..:))
საბა
01 აგვისტო 2020 10:17
0
თან გამაძღარზე არაა? იმიტომაც აშიმშილებენ ევროპაში ფეხბურთელებს, სირბილი რომ არ დაეზაროთ.
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
01 აგვისტო 2020 06:33
2
ა კაცი. გავძეხი და გიჟი ვარ ვირბინოო..აზრზე ხართ ფეხბურთელები, როგორ იტანჯებიან ტოოო?... არადა კონტრაქტი გაქვს, ცხენივით უნდა ირბინო.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 აგვისტო 2020 01:26
1

სიახლეები პოპულარული