ალაბა და "ბაიერნი" ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
დავიდ ალაბა და მიუნხენის "ბაიერნი" ახალი კონტრაქტის თაობაზე საკმაოდ დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოგეხსენებათ, ავსტრიელის კონტრაქტს ვადა ზუსტად 1 წელში ეწურება, მიუნხენში კი მარცხენაფლანგელი ძალიან უყვართ. "ბაიერნის" მესვეურებმაც მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს, თუმცა დავიდთან შეთანხმება რთული აღმოჩნდა. ავსტრიელი გერმანული კლუბისგან იმავე ანაზღაურებას ითხოვს, რაც ლევანდოვსკის, ნოიერსა და მიულერს აქვთ. გერმანელებს რომ კოლოსალური თანხების ხარჯვა არ უყვართ, ყველას მოეხსენება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველის კარიერა.