წუხანდელი მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" მადრიდის "რეალის" რეკორდი დაამხო. რეკორდი ზედიზედ მოგებულ მატჩებში. დიახ, ვის-ვის, თუ არა მადრიდის "რეალს" ჰქონდა ეს რეკორდი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ტოპ 5 ჩემპიონატს. ეს იყო 2014/15 წლების სეზონში, მაშინ, როცა "რეალს" კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობდა. მაშინ "სამეფო კლუბმა" 22 მატჩის მიჯრით მოგება მოახერხა. სხვათა შორის, იმ პერიოდში მადრიდელებს მარტივი გასეირნებები ნამდვილად არ ჰქონიათ.
სიმბოლურად, გუშინაც ანდალუსიური გუნდი ემუქრებოდა "ბაიერნის" ამ მოგებათა სერიას, თუმცა მიუნხენელებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს.
ახლა კი "ბაიერნის" წინ მხოლოდ "აიაქსია". კრუიფისდროინდელმა "აიაქსმა" ზედიზედ 26 მატჩის მოგება შეძლო. ეს 1971-72 წლების სეზონებში მოხდა.
ახლა კი "რეკორდმაისტერს" მხოლოდ 4 მატჩიღა დარჩა მოსაგები ჰოლანდიელთათვის გადასასწრებად. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ 4 მატჩს შორის "დორტმუნდთან" დაპირისპირებაც შედის.
მოგებული მატჩებიდან არწაგებულ შეხვედრებზე გადავიდეთ, ვინაიდან მოგება თავის თავში არწაგებასაც გულისხმობს. ამჟამად ბავარიელები 32-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებენ თავს და ალბათ, ამ რეკორდის გაუმჯობესებაზეც არ იტყვიან უარს, თუმცა აქ უფრო რთულად არის საქმე.
პირველ ადგილს "ბენფიკა" იკავებს, წაუგებელი 48 მატჩით, მეორე ადგილს კი 45-45-მატჩიანი სერიებით ზაგრების "დინამო" (2014-15) და "რიეკა" (2016-17) იკავებენ.
ერთპიროვნულ ლიდერობამდე "რეკორდმაისტერს" 17 რთული მატჩი აშორებს, თუმცა გერმანელები ისეთ ფორმაში არაიან, გამორიცხული ნამდვილად არაფერია.
"სევილია" გაუძალიანდა, მაგრამ "ბაიერნმა" სუპერთასიც მოიგო [VIDEO]
ლეონ გორეცკა - "ბაიერნის" მთავარი ვარსკვლავი მოედნის ცენტრში?