რეკორდები - "რეკორდმაისტერისგან"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ჰანს ფლიკთან ერთად საოცარ შედეგებზე გადის. დავივიწყოთ ის, რომ გუშინ ღამით მოგებული სუპერთასი ფლიკთან ერთად, უკვე მეოთხე ჯილდო იყო და რეკორდებზე ვისაუბროთ.

წუხანდელი მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" მადრიდის "რეალის" რეკორდი დაამხო. რეკორდი ზედიზედ მოგებულ მატჩებში. დიახ, ვის-ვის, თუ არა მადრიდის "რეალს" ჰქონდა ეს რეკორდი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ტოპ 5 ჩემპიონატს.  ეს იყო 2014/15 წლების სეზონში, მაშინ, როცა "რეალს"  კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობდა. მაშინ "სამეფო კლუბმა" 22 მატჩის მიჯრით მოგება მოახერხა. სხვათა შორის, იმ პერიოდში მადრიდელებს მარტივი გასეირნებები ნამდვილად არ ჰქონიათ.
დაამარცხეს რა "ლივერპული", "ბარსელონა" და სხვა ძლიერი გუნდებიც, "თეთრების" შეჩერება "ვალენსიამ" შეძლო. 
სიმბოლურად, გუშინაც ანდალუსიური გუნდი ემუქრებოდა "ბაიერნის" ამ მოგებათა სერიას, თუმცა მიუნხენელებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს. 

ახლა კი "ბაიერნის" წინ მხოლოდ "აიაქსია". კრუიფისდროინდელმა "აიაქსმა" ზედიზედ 26 მატჩის მოგება შეძლო. ეს 1971-72 წლების სეზონებში მოხდა. 

ახლა კი "რეკორდმაისტერს" მხოლოდ 4 მატჩიღა დარჩა მოსაგები ჰოლანდიელთათვის გადასასწრებად. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ 4 მატჩს შორის "დორტმუნდთან" დაპირისპირებაც შედის. 

მოგებული მატჩებიდან არწაგებულ შეხვედრებზე გადავიდეთ, ვინაიდან მოგება თავის თავში არწაგებასაც გულისხმობს. ამჟამად ბავარიელები 32-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებენ თავს და ალბათ, ამ რეკორდის გაუმჯობესებაზეც არ იტყვიან უარს, თუმცა აქ უფრო რთულად არის საქმე. 
პირველ ადგილს "ბენფიკა" იკავებს, წაუგებელი 48 მატჩით, მეორე ადგილს კი 45-45-მატჩიანი სერიებით ზაგრების "დინამო" (2014-15) და "რიეკა" (2016-17) იკავებენ. 

ერთპიროვნულ ლიდერობამდე "რეკორდმაისტერს" 17 რთული მატჩი აშორებს, თუმცა გერმანელები ისეთ ფორმაში არაიან, გამორიცხული ნამდვილად არაფერია.



alt"სევილია" გაუძალიანდა, მაგრამ "ბაიერნმა" სუპერთასიც მოიგო [VIDEO]



altლეონ გორეცკა - "ბაიერნის" მთავარი ვარსკვლავი მოედნის ცენტრში?

მკითხველის კომენტარები / 4 /
Magari gundia zaan, cels magati gamcherebeli arvici. Erti didi problema aqvt ubdalod, bundesligashi titqmis ukonkurentoni arian da es zalian cudad moqmedebda sul magatze, gavixsenot tundac 2014 celi sadac favoritebad itvlebodnen ligaze magram...
Milani
19:28 25-09-2020
1
დინამოს გამოუყვანეთ რეკორდმაისტერი და მერე ნახავთ საოცრებებს და რეკორდებს
ქართველი
19:01 25-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული