CLAN 13 - ევროპის პრიზიორები საქართველოდან

AutoSharing Option
ერთადერთი ქართული  გუნდი, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით გაიტანა. შეგახსენებთ, CREW-ის ჩემპიონატზე საპატიო მე-7 ადგილი დაიკავეს.

ეს იყო, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება როგორც მათთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.


Sportall.Ge

ჩვენ მათ ლიდერს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. მაშ ასე:

- რა აზრის ხართ კიბერსპორტული საიტის გაკეთებასთან დაკავშირებით?
- კიბერსპორტული საიტის გაკეთებას, რა თქმა უნდა, მივესალმები, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. პირველ რიგში, კიბერსპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს საქართველოში, რასაც დადებითი გავლენა ექნება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ზუსტად პოპულარიზაცია და ყურადღება აკლია ქართულ კიბერსპორტს, რაშიც მსგავსი საიტები, ვფიქრობ,
რომ დადებით როლს ითამაშებს.

- რა გეგმა გაქვთ? როგორი არის თქვენი გზა წარმატებისკენ?

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვცდილობთ, ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესოები ევროპაში, რაც შეიძლება ფართოდ გავიტანოთ საქართველოს სახელი ჩვენი წარმატებით. ამ ეტაპისთვის წარმატებები არაერთ ქართულ თუ უცხოურ ტურნირებში გვაქვს. ყველაზე დიდ წარმატებად ალბათ “Crew Challenge”-ის ევროპის პრიზიორებს შორის მოხვედრას აღვიქვამ. წარმატების გზა ალბათ მიზანდასახულობაშია, თუ რამდენს აკეთებ შენი მიზნის მისაღწევად. პირადად ჩემი აზრით, მეტი ხელშეწყობის შემთხვევაში, სახელმწიფოს თუ სხვადასხვა კომპანიის მხრიდან აუცილებლად იქნება ბევრად მეტი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე.