"დორტმუნდი" ჰოლანს ვერ შეელევა

AutoSharing Option
"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინ ჰოლანის კონტრაქტის მიხედვით, მომავალი წლიდან შესაძლებელია მისი 75 მილიონ ევროდ შეძენა.

"მსგავსი მუხლი ჰოლანის ხელშეკრულებაში არ არსებობს და საერთოდაც, მისი გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის, თანაც, ერლინისთვის გუნდის შეცვლა ჯერ ნაადრევია და უმჯობესია ამაში თავად დარწმუნდეს", - განაცხადა ვაცკემ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დორტმუნდი ისეთ და იმდენ ტალანტებს ზრდის,რომ არ გაყიდოს და 3 წელი შეინარჩუნოს,თვითონ გახდება სუპერ გუნდი
სოსო
00:05 05-11-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული