"პირადად მე ამ განვითარების ტემპით ძალიან კმაყოფილი ვარ..." - ორგანიზაცია "300 არაგველი"

AutoSharing Option
2 დღის წინ დასრულდა CACTU2-ის ორგანიზებით PUBGM-ის ტურნირი. სიურპრიზებითა და სიახლეებით აღსავსე, მოულოდნელი და ღირსეული გამარჯვებულით.

sportall დაუკავშირდა ორგანიზაცია "300 არაგველის" ლიდერსა და კაპიტანს (argNAMIK33) და გასულ ტურნირზე ესაუბრა.

"მოგესალმებით. "კაქტუსმა" ჩაატარა ტურნირი PUBGM-ში საპრიზო ფონდით 2000 ლარი, რომელმაც ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა.

პირველ რიგში, სტუდიამ ისეთი ატმოსფერო შექმნა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდი, რაც თავისთავად მისასალმებელია. ძალიან ძლიერი გუნდია შეკრული და იმედია, მომავალშიც უამრავ ტურნირს შემოგვთავაზებენ.

ტურნირის განმავლობაში ქართული გუნდების დონემ შესამჩნევად აიწია, ახალი სახეები და გუნდები გამოჩნდნენ, რომელთაც დიდი პოტენციალი
აქვთ.

ჩემმა გუნდმა, "300 არაგველმა" დაიკავა მე-2 ადგილი, რითაც არ ვარ კმაყოფილი. გვყავდა ახალი მოთამაშე და შეთამაშების დონე არცთუ ისეთი მაღალი იყო.

პირველ რიგში, 16 ფინალისტი გუნდი საუკეთესოა, მაგრამ აშკარაა Team Onyx-ის დომინირება ამ ეტაპზე.


Sportall.Ge


ასევე გამოვარჩევ Team Known As-ს, ბიჭების წყნარი და სტაბილური თამაში სხვა გუნდებისთვის მისაბაძია. უყურადღებოდ არ შეიძლება Team Only-ს დატოვებაც, მათმა მეტ-ნაკლებად აგრესიულმა თამაშმა და პოზიციების სწორმა არჩევამ საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა, რაც ამ ეტაპზე კარგი შედეგია.

პირადად მე ამ განვითარების ტემპით ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც დღეს ქართული კიბერსპორტი, კონკრეტულად კი, PUBGM სფერო განიცდის. ქართულ კლანებს ვუსურვებ განვითარებას და მსოფლიო სცენაზე საუკეთესო შედეგის დადებას!" - განაცხადა გუნდ "300 არაგველის" კაპიტანმა.

წარმატებები ორგანიზაცია "300 არაგველს" მომავალში.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული