"დორტმუნდის" 16 წლის დებიუტანტი: ვერაფერს ვუხერხებ იმას, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობ

AutoSharing Option
"დორტმუნდის" 16 წლის თავდამსხმელი იუსუფ მუკოკო ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა - ის მე-8 ტურში ბერლინში "ჰერტასთან" მოგებული მატჩის (5:2) 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. კამერუნელმა ყმაწვილმა "დორტმუნდის" ახალგაზრდულ გუნდებში 86 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა და აგვისტოდან პირველ გუნდში ვარჯიშობს. აი, რა განუცხადა მან DAZN-ს:

"ვერაფერს ვუხერხებ იმას, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობ. ვინც თავდაუზოგავად შრომობს, ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწევს. ყოველთვის ვოცნებობდი, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. თუ ოცნება გაქვთ, ლომივით უნდა მისდიოთ".

ასევე დაგაინტერესებთ