ლიოვი გერმანიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა განიხილა ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი გამოსვლები, განსაკუთრებით, ერთა ლიგაზე ესპანეთთან წაგება (0:6) და იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა გუნდის სათავეში მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის დატოვება.

კამათის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ბუნდესგუნდის თავკაცის შეცვლა არასწორი იქნება და ლიოვი პოსტზე დატოვეს. 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანია მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გერმანიას რა უჭირს ჩვენ რა გვეშველება ესაა საკითხავი. მაგათ საათივით აქვთ აწყობილი ყველაფერი. ლიოვი კი არა ვინც არ უნდა დააყენონ გერმანია გერმანიაა. ჩავრდნა ყველას აქვს. ჩვენ სულ ჩავარდნილები ვართ ვერანაირი მწვრთნელი ვერ გვიშველის კარგა ხანს სანამ არ იქნება ბავშვთა უფასო სკოლები და განათლებული ბავშვთა მწვრთნელები.
ქართველი
01 დეკემბერი 2020 12:23
0
დატოვეს და კაი მელას დაიჭერს ევროზე.ეს კაცი გამოფიტულია.ჯერ კიდევ 2018-ში უნდა მოეხსნათ კორეამ რომ გააგდო სამარცხვინოდ მსოფლიოზე.დაცვაში ვინებს ათამაშებს,თვითონაც არ იცის.ასეთი სუსტი გერმანია ევრო 2000-ის მერე არ ყოფილა.თაა არსად დაგეკარგოს იოახიმ.
Master
01 დეკემბერი 2020 12:13
0

სიახლეები პოპულარული