"დორტმუნდი" მზადაა ჰოლანი 75 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი გაყიდოს.

ნორვეგიელის შეძენის სურვილი "რეალსა" და "ბარსელონას" აქვთ. Footbal Espana-ს ცნობით, გერმანული კლუბი მზადაა ის 75 მილიონად გაყიდოს, მაგრამ შემძენისთვის პრობლემა ის იქნება, რომ ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა საკომისიოს სახით ამდენივე თანხას თვითონ ითხოვს.

"დორტმუნდმა" ჰოლანი 2019 წლის დეკემბერში 20 მილიონ ევროდ იყიდა და 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი. მან ამ სეზონში ბუნდესლიგის 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ